Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "საფინანსო ამნისტიის"


პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "საფინანსო ამნისტიის" შესახებ კანონპროექტების

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "საფინანსო ამნისტიის" შესახებ კანონპროექტების
განხილვის გადადება მოითხოვა. კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტებში "არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების" და "ამნისტიის" შესახებ არ არის გათვალისწინებული გასულ კვირაში მთავრობასთან შეჯერებული საკითხები. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ვარიანტით გაზრდილია ჩინოვნიკებისთვის განსაზღვრული შეღავათები, რასაც არ ითვალისწინებდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გასულ კვირას განხილული, მთავრობისა და პარლამენტის მიერ შეჯერებული კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება.
XS
SM
MD
LG