Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ამასთან გაუქმა საკუთარი


პარლამენტმა ამასთან გაუქმა საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნების ძალადაკარგულობის თაობაზე. ოპოზიციამ

პარლამენტმა ამასთან გაუქმა საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნების ძალადაკარგულობის თაობაზე. ოპოზიციამ
შეწყვიტა მოლაპარაკება არჩევნების თაობაზე და განაახლა ბლოკადა სამთავრობო შენობებზე. ოპოზიციის ლიდერმა იუშჩენკომ პარლამენტის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა. იუწყებიან, რომ ოპოზიციამ პარლამნეტს მოუწოდა საგანგებო სხდომა მოაწყოს.
პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის ვიკტორ იუშჩენკოს მომხრეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, ოპოზიციის ლიდერებისავე მოწოდებით მათ უკან დაიხიეს. უკრაინის ქუჩებში კი მღელვარება გრძელდება. უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ანაბრების ვადაზე ადრე გაცემა და ნაღდი და უნაღდო წესით უცხოური ვალუტის გაყიდვაზე ლიმიტი დაუწესა. ცენტრალური ბანკი ამ ზომას ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობით ხსნის. დაწესებულია შეზღუდვა ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გამოტანაზეც. ცენტრალური ბანკის ეს გადაწყვეტილება ძალაშია 31 დეკემბრამდე.
უკრანის სხვაადსცვა ქალაქებში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ორივე მონაწილის იუშჩენკოსა და იანუკოვიჩის მომხრეთა მიტინგები.
XS
SM
MD
LG