Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ხუთშაბათს მოსკოვში ჩასულ


რუსეთის პრეზიდენტი ხუთშაბათს მოსკოვში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

რუსეთის პრეზიდენტი ხუთშაბათს მოსკოვში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.
ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ლეონიდ კუჩმას მცდელობას, რომელიც უკრაინის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ისახავს მიზნად. პუტინმა აღნიშნა აგრეთვე, რომ რუსეთს ძალიან აშფოთებს უკრაინის დანაწევრებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება. რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინაში არჩევნების ხელმეორედ ჩატარება შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს. უკრაინაში კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. ახლა უკვე ორივე – ვიკტორ იუშჩენკოცა და ვიკტორ იანუკოვიჩიც აცხადებენ, რომ 21 ნოემბრის არჩევნების ტურის დროს მნიშვნელოვანი გაყალბება მოხდა. კუჩმას თქმით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაემორჩილებიან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. არსებობს ვარაუდი, რომ არჩევნები ხელმეორედ ჩატარდება. ჯერჯერობით დაუდგენელია განმეორებით უნდა ჩატარდეს მთლიანი არჩევნები, თუ მხოლოდ მეორე ტური.
XS
SM
MD
LG