Accessibility links

logo-print

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში


რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო
არჩევნების განმეორებით ჩატარების მომხრეა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე მიხაილ ფრადკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ვლადისლავ არძინბას მცდელობას – დაამყაროს სტაბილურობა რესპუბლიკაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გმობს რუსეთის განმეორებით ჩარევას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებში. ხუთშაბათიდან შეწყდა მოსკოვი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა. ამის შესახებ, როგორ უკვე გაუწყებდით, გუშინ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გენადი ბუკაევმა განაცხადა: [ბუკაევის ხმა] "რესპუბლიკაში დაძაბულობის ზრდის გამო, 2 დეკემბრიდან მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებული სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. გაძლიერდება სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის მისი საზღვაო მონაკვეთის კონტროლი". ჩვენს რადიოსთან საუბარში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა გამოთქვა სინანული ასეთი ზომის გატარების გამო, თუმცა განაცხადა: [ბაღაფშის ხმა] "ყოველივე ამას ჩვენ მშვიდად შევხვდით. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ჩინოვნიკის, თუნდაც ის მაღალი რანგის იყოს, განცხადება, ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩვენს რუსეთთან ურთიერთობაზე. ეს სუფთა პოლიტიკაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ უახლოეს ხანში ყველა პრობლემას მოვაგვარებთ". ბაღაფშმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რკინიგზის გადაკეტვა და სასაზღვრო რეჟიმის ნებისმიერი სახის ცვლილება მოსახლეობის ცხოვრებაზე აისახება.
XS
SM
MD
LG