Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,საქართველოს გადამხდელთა კავშირი" სახელწოდებას იცვლის


,,საქართველოს გადამხდელთა კავშირი" სახელწოდებას იცვლის - მას ,,საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია” დაერქმევა.

,,საქართველოს გადამხდელთა კავშირი" სახელწოდებას იცვლის - მას ,,საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია” დაერქმევა.
ამის შესახებ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა "გადამხდელთა კავშირის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ისაკაძემ. მისი ინფორმაციით, ორშაბათს გადამხდელთა კავშირის ყრილობა გაიმართება, რომელზეც იმსჯელებენ კავშირის რეორგანიზაციაზე, დაგეგმილია საკადრო ცვლილებებიც. ასევე ისაკაძის თქმით, ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ბოლო დეტალები შეათანხმეს, რაც ყრილობაზე ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად განიხილება.
XS
SM
MD
LG