Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს კიდევ


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსეთის ხელისუფლების წინადადება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსეთის ხელისუფლების წინადადება
საქართველოში არსებული ორი სამხედრო ბაზის ერთობლივ ანტი-ტერორისტულ საწვრთნელ ცენტრებად გადაკეთების შესახებ. სერგეი ივანოვმა ამის შესახებ განაცხადა მოსკოვში რუსეთის სამხედრო ატაშეების წინაშე გამოსვლისას: [ივანოვის ხმა] "ბათუმის ბაზაც ზღვასთან მდებარეობს და სწორედ შეესაბამება საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და სატრანსპორტო კომუნიკაციებზე კონტრტერორისტული ბრძოლის სპეციალისტების მომზადებისთვის შესაფერისია. ასეთი მიდგომისკენ გვიბიძგებს ბაზის მდებარეობა. ახალქალაქში კი რუსეთის 62-ე სამხედრო ბაზის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას სასაზღვრო ძალებისა და საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ძალების მოსამზადებელი ცენტრი". ივანოვმა გამოსვლისას გაიმეორა აგრეთვე, რომ რუსეთი კვლავაც იტოვებს რუსეთის საზღვრებს გარეთ არსებულ ტერორისტთა ბაზებზე პრევენციული დარტყმების განხორციელების უფლებას. მსმენელს აგრეთვე შევახსენებ, რომ რუსეთის "ნეზავისიმაია გაზეტაში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს პანკისის ხეობას ჩეჩენ მეომართათვის სამოთხედ და პრევენციული დარტყმების სავარაუდო სამიზნედ ნათლავენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა: [ბარამიძის ხმა] "ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ როდესაც ასეთი მინიშნებები ხდება საქართველოზე, ასევე ადეკვატურად არ ვირეაგიროთ. თუ ეს განცხადება მართლა გაკეთდა, ეს არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის დაუფიქრებელი ნაბიჯი. ივანოვმა მშვენივრად იცის, რომ საქართველოში არანაირი ტერორისტების ბაზები არ არის".
XS
SM
MD
LG