Accessibility links

logo-print

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარყო


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარყო, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევდა ძალის გამოყენებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარყო, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევდა ძალის გამოყენებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
დაწყებული დემონსტრაციების წინააღმდეგ. იანუკოვიჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და რომ მას არ მიუღია მონაწილეობა ამ საკითხზე დისკუსიებში. გაზეთმა "ფაინენშალ ტაიმსმა" დღეს დაბეჭდა ცნობა, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, რომ იანუკოვიჩი პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასაგან მოითხოვდა ჯარების გამოყენებას მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტებმა მთავრობის შენობების პიკეტირება დაიწყეს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს მომხრეებმა დღეს საარჩევნო კამპანიის მასშტაბი გაშალეს საგანგებო ბადრაგით, რომელიც მომდევნო დღეებში 15 ქალაქში ჩავა - მათ შორის აღმლსავლეთში მდებარე რეგიონებში, რომელთა მოსახლეობაც (მისი უმრავლესობა) იანუკოვიჩს ემხრობა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, უკრაინაში განმეორებით გაიმართება 26 იანვარს.
XS
SM
MD
LG