Accessibility links

აუგუსტო პინოჩეტი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში


აუგუსტო პინოჩეტი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.

აუგუსტო პინოჩეტი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.
სანტიაგოს სამხედრო ჰოსპიტლის წარმომადგენლის ცნობით, ჩილეს ყოფილი დიქტატორის მდგომარეობა სტაბილურია. პარასკევს სანტიაგოს სააპელაციო სასამართლომ მომავალ კვირამდე გადადო გადაწყვეტილების მიღება იმაზე, მხარი დაუჭიროს ბრალდებებს პინოჩეტის წინააღმდეგ თუ იგი შინა პატიმრობაში დატოვოს. 89 წლის პინოჩეტს ბრალად ედება 1973-1990 წლებში, ანუ თავისი მმართველობის პერიოდში, ცხრა ჩილელი დისიდენტის მოტაცება და ერთი მათგანის მკვლელობა.
XS
SM
MD
LG