Accessibility links

logo-print

მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში


მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 14-დან 28 ლარამდე გაიზრდება პენსია,

მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 14-დან 28 ლარამდე გაიზრდება პენსია,
ხოლო წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სახელფასო მინიმუმი 115 ლარს მიაღწევს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამოსვლისას გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. დეპუტატები დღეს 2005 წლის ბიუჯეტისა და მთავრობის პრიორიტეტების საკითხებს განიხილავდნენ. ჟვანიას თქმით, 2005 წელს ხელისუფლება გაისტუმრებს შიდა და სახელფასო დავალიანებებს 250 მილიონი ლარის ოდენობით. პრიორიტეტულ სფეროებად პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და გზების აღდგენა-შეკეთება.
XS
SM
MD
LG