Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას 15 მილიონ


კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას 15 მილიონ დოლარად იყიდის აშშ-ის კომპანია "ბაზელი".

კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას 15 მილიონ დოლარად იყიდის აშშ-ის კომპანია "ბაზელი".
უძრავ-მოძრავი ქონებით მოვაჭრე ეს კომპანია 44 ჰექტარ ფართობზე გასართობი და კომერციული ცენტრის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანია "ბაზელის" წარმომადგენლებმა და საქართველოს მთავრობის წევრებმა კრწანისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს. "ბაზელის" წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია მზად არის საქართველოში სხვა ინვესტიციებიც ჩადოს და კრწანისის გარდა სხვა ობიექტებიც შეიძინოს. მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 15 მილიონი დოლარი "ბაზელმა" 9 თვის მანძილზე უნდა გადაიხადოს. კრწანისის რეზიდენციის გაყიდვით მიღებული თანხა ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG