Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით,
მოლაპარაკებები თბილისსა და სოხუმს შორის აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განახლდება. ლაპარაკია არჩევნების 12 იანვრის ტურზე, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატად მონაწილეობს სერგეი ბაღაფში, ხოლო მისი ყოფილი მეტოქე წინა, 3 ოქტომბრის არჩევნებში, რაულ ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია. როგორც სეპარატისტების საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი შამბა ამბობს, “მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს, მოლაპარაკებები საქართველოსთან მაინც გაიმართება”.
XS
SM
MD
LG