Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ცნობით, მსოფლიო თანამეგობრობამ სამხრეთ


გაეროს ცნობით, მსოფლიო თანამეგობრობამ სამხრეთ აზიაში, სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა

გაეროს ცნობით, მსოფლიო თანამეგობრობამ სამხრეთ აზიაში, სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა
დასახმარებლად თითქმის ორი მილიარდი დოლარი გამოყო. გაეროს სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების უწყების ხელმძღვანელმა იან ეგელანდმა კმაყოფილება გამოთქვა და დასძინა, რომ მსოფლიოს არ ახსოვს თანამეგობრობის ასეთი თანაგრძნობა და ხელგაშლილობა. ნიუ იორკში გამოსვლისას, ეგელანდმა განაცხადა, რომ სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 150 ათასს უახლოვდება. ამასობაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დაზარალებულ რაიონებში დახმარება ჩააქვთ. თუმცა საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების დროულად დარიგებას დაზიანებული გზები და ნავსადგურები აფერხებს. ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რაიონში, ინდონეზიის აჩეს პროვინციაში, დღეს დახმარება ჩაიტანეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებმა, სინგაპურის საჰაერო ძალების შვეულმფრენებმა, ინდონეზიისა და ავსტრალიის სატვირთო თვითმფრინავებმა. აშშ-ის ელჩმა შრი ლანკაში ჯეფრი ლუნსტედმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ბევრი ზღვისპირა რაიონი ხელახლა ასაშენებელი იქნება. [ჯეფრი ლუნსტედის ხმა] "ნგრევის მასშტაბი უზარმაზარია. ქვეყნის არაერთი რეგიონი თავიდან იქნება ასაშენებელი. ჩვენ დავიწყეთ მდგომარეობის შესწავლა, რათა დავადგინოთ, რის გაკეთება შეგვიძლია."
XS
SM
MD
LG