Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ ცუნამით დაზარალებულ სამხრეთ აზიის ქვეყნებში კატასტროფაა მოსალოდნელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ ცუნამით დაზარალებულ სამხრეთ აზიის ქვეყნებში კატასტროფაა მოსალოდნელი
მოსახლეობის ჯანმრთელობის მხრივ, თუ მალე არ აღდგება სასმელი წყლით მომარაგება. როგორც იუწყებიან, ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი თანხებია მობილიზებული და მთავარი პრობლემა ახლა დახმარების ადგილზე მიწოდებაა. ამასობაში, მატულობს უსაკლკაროდ დარჩენილებისათვის სახელდახელოდ შექმნილ ბანაკებში დასაბინავებლების რიცხვი. ინდონეზიის პროვინცია აჩეში ბანაკებში მყოფთა რიცხვი 387 600-მდე გაიზარდა - სულ რამდენიმე დღის წინ 270 000 იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს ინდონეზიაში ვიზიტისას გამოთქვა იმედი, რომ ამერიკის დახმარება ცუნამით დაზარალებულ ქვეყნებში ხელს შეუწყობს ისლამურ სამყაროში ამერიკის იმიჯის გაუმჯობესებას. ცუნამით დაზარალებული ქვეყნების მოსახლეობის დიდ ნაწილს მუსლიმანები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG