Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის დედაქალაქში დასრულდა ცუნამით გამოწვეული


ინდონეზიის დედაქალაქში დასრულდა ცუნამით გამოწვეული კატასტროფის დაძლევის ღონისძიებებისადმი მიძღვნილი

ინდონეზიის დედაქალაქში დასრულდა ცუნამით გამოწვეული კატასტროფის დაძლევის ღონისძიებებისადმი მიძღვნილი
სამიტი, რომელშიც 20 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამიტის მონაწილეები მიესალმნენ ფაქტს, რომ მსოფლიომ კატასტროფის შედეგების დასაძლევად 4 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მათ აგრეთვე მოუწოდეს დონორებს სწრაფად გაიღონ დაპირებული თანხა. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ქვეყნებს დახმარების სწრაფად გაღებისკენ მოუწოდა იმისათვის, რომ სამხრეთ აზიაში სიკვდილიანობის მორიგი ტალღის აცილება გახდეს შესაძლებელი. კოფი ანანმა გადარჩენილთა დახმარებაზე ზრუნვა დროსთან რბოლაში შეჯიბრს შეადარა. ჯაკარტის სამიტზე შეთანხმდნენ აგრეთვე ცუნამის განგაშის საერთაშორისო სისტემის შექმნაზეც. ინდონეზიის პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იუდოიონომ სამიტის მონაწილეებს განუცხადა: [იუდოიონოს ხმა] "მოდით, უზრუნველვყოთ ის, რომ დახმარების ღონისძიებები იყოს ეფექტიანი და დროული. ეს შედარებით მოკლევადიანი ამოცანაა. რაც შეეხება საშუალო და გრძელ ვადას, უფრო შორეულ მომავალს, ჩვენ ადამიანებისა და საზოგადოებების აღდგენის ამოცანის წინაშე დავდგებით. უნდა ღდგეს ინფრასტრუქტურა და აღდგეს სიცოცხლის საშუალებები".
XS
SM
MD
LG