Accessibility links

logo-print

სერბი საგამოძიებო მოსამართლე ივან ბულატოვიჩი


სერბი საგამოძიებო მოსამართლე ივან ბულატოვიჩი აცხადებს, რომ ის პარასკევს სერბიის სამხრეთში 16 წლის

სერბი საგამოძიებო მოსამართლე ივან ბულატოვიჩი აცხადებს, რომ ის პარასკევს სერბიის სამხრეთში 16 წლის
ალბანელი ბიჭის მკვლელობის საქმის გამოძიებას შეუდგა. ბულატოვიჩის თანახმად, ახალგაზრდების ჯგუფს ცეცხლი მესაზღვრემ გაუხსნა. სხვა დეტალები მას არ დაუზუსტებია. პოლიციის ცნობით, აწ გარდაცვლილი გაშიმ ჰაირულაჰუ მაკედონიიდან სერბიაში, სახლში ბრუნდებოდა და საზღვრის გადაკვეთისას ესროლეს. ამ შემთხვევის გამო დაღუპულის 200-მდე თანასოფლელმა სოფელ მირატოვციში საპროტესტო გამოსვლა მოაწყო და ბიჭის სიკვდილში სერბი სამხედროები დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG