Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვიქტორ


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვიქტორ იუშჩენკო გამოაცხადა გამარჯვებულად დეკემბრის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვიქტორ იუშჩენკო გამოაცხადა გამარჯვებულად დეკემბრის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში.
კომისიის ინფორმაციით, იუშჩენკოს ერგო ხმების 51,99 პროცენტი, მის მეტოქეს - ვიქტორ იანუკოვიჩს - 44,2 პროცენტი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაროსლავ დავიდოვიჩმა ამის შესახებ განაცხადა წუხელ, უკრაინის ტელევიზიით: [დავიდოვიჩის ხმა] “26 დეკემბრის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვიქტორ იუშჩენკოს აცხადებს უკრაინის არჩეულ პრეზიდენტად. ის 1954 წელს დაიბადა, განათლებით ეკონომისტია, არის უკრაინის პარლამენტის წევრი. ის პარლამენტში ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტს ხელმძღვანელობს”. მაგრამ ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს პირობა დადო, რომ განაგრძობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას. უნდა ითქვას, რომ უზენაესმა სასამართლომ უკვე უარყო იანუკოვიჩის რამდენიმე სარჩელი. ახლა არჩევნების შედეგი უზენაესმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს და ის ორ სამთავრობო ოფიციალურ გაზეთში დაიბეჭდოს იუშჩენკოს ინაუგურაციამდე.
XS
SM
MD
LG