Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის


ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების,

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების,
დონალდ რამსფელდისა და სერგეი ივანოვის მოლაპარაკება. მხარეებმა ერაყში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, რამსფელდმა განაცხადა: [დონალდ რამსფელდის ხმა] "ჩვენი კოალიციის მიზანი შემდეგია: ერაყს ერაყელები უნდა მართავდნენ და ქვეყანაში მათვე უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება. ერაყელმა ხალხმა და გარდამავალმა მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე მიაღწიეს წარმატებებს, მაგრამ ერაყს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი." სერგეი ივანოვი ერაყში დაგეგმილი არჩევნების თემას შეეხო: [სერგეი ივანოვის ხმა] "ძირითადი კრიტერიუმია კენჭისყრაში მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო მონაწილეობა. ამავე დროს, მშვენივრად გვესმის, რომ ტერორისტები ყოველ ღონეს იხმარენ, რათა, ერთი მხრივ, ამომრჩევლის აქტიურობა შეზღუდონ, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა ტერორისტული აქტები მოაწყონ - როგორც არჩევნების წინ, ისე ხმის მიცემის მსვლელობისას."
XS
SM
MD
LG