Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატ ქალს


ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატ ქალს – ადამიანის უფლებათა დამცველ შირინ ებადის სასამართლოში

ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატ ქალს – ადამიანის უფლებათა დამცველ შირინ ებადის სასამართლოში
გამოცხადების მოთხოვნის შემცველი უწყება მიუვიდა. ებადიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უწყებაში მითითებულია, რომ თუკი ის სამ დღეში არ გამოცხადდება სასამართლოში, მას პატიმრობა ელის. სხვა დეტალები დოკუმენტში მითითებული არ ყოფილა. ებადის თქმით, ეს ირანის სისხლის სამართლის კოდექსს ეწინააღმდეგება. კოდექსი ითვალისწინებს ადამიანის ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ რაში ედება ბრალი, ან რა საკითხზე მოუწევს მას განმარტების მიცემა სასამართლოსთვის.
XS
SM
MD
LG