Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკმაყოფილება


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო,
როგორ ახორციელებენ მთავრობა და რეგიონების ხელმძღვანელები კანონს შეღავათების ფულადი კომპენსაციებით შეცვლის შესახებ: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "ვფიქრობ, რომ მთავრობისა და სახელმწიფო სათათბიროს მიერ განხილული პენსიების ინდექსაციის ასი რუბლით გაზრდა საკმარისი არ არის. მით უმეტეს, რომ ეს გაზრდა 1 აპრილიდან იყო დაგეგმილი. უფრო სწორი იქნება, თუ ინდექსაცია მოხდება არა 1 აპრილიდან, არამედ, ვთქვათ, 1 მარტიდან, და დაგეგმილზე, სულ ცოტა, ორჯერ უფრო მეტს შეადგენს. ანუ, სულ ცოტა, 200 რუბლს, ან იქნებ ოდნავ მეტსაც." რუსეთის რამდენიმე რეგიონში დღესაც გრძელდებოდა აქციები, რომელთა მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეღავათები ფულადი კომპენსაციებით შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG