Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს
უჭერს რუსეთისა და ევროკავშირის დაახლოებასა და მჭიდრო თანამშრომლობას, განსაკუთრებით კი - თავდაცვის საკითხებში. ალიო-მარის მიაჩნია, რომ დაახლოების აუცილებლობას განაპირობებს არა მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვე, არამედ საერთო პრობლემებიც, რომელთა გადაჭრაც რუსეთსა და ევროკავშირს მხოლოდ ერთობლივად შეუძლიათ. ალიო-მარიმ ამის შესახებ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მასთან ერთად პუტინს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ ბარნიეც შეხვდა. ბარნიემაც, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა რუსეთსა და ევროკავშირს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. სერგეი ლავროვის განცხადებით: რუსეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთ უმთავრეს თემას ირანის ბირთვული პროგრამები და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG