Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების


ერაყის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დაკავებულ იქნა

ერაყის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დაკავებულ იქნა
იორდანიელი ტერორისტის აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტული დაჯგუფების ორი წევრი, ჰამად მოჰსენ დულეიმი და სამი მოჰამად საიდ ჯაფი, რომელსაც აბუ ომარ კურდის სახელითაც იცნობენ. განცხადების თანახმად აბუ ომარ კურდი მონაწილეობდა 32 თავდასხმაში, მათ შორის, 2003 წელს, ბაღდადში, გაეროს ოფისთან მოწყობილ აფეთქებაში, რომლის შედეგადაც ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო ერაყში გაეროს წარმომადგენელი სერჟიუ ვიეირა დი მელუ. დღესვე, ბაღდადის ცენტრში დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ათი ადამიანი დაშავდა. აფეთქება მოხდა იმ პარტიის ოფისთან, რომელსაც სათავეში უდგას ერაყის გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი იად ალავი.
XS
SM
MD
LG