Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და სირიის


მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ასადის შეხვედრა.

მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ასადის შეხვედრა.
მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომელთა მიზანიცაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის განახლება: ლაპარაკია გაზისა და ნავთობმრეწველობის სფეროებში, სირიაში ახალი ქარხნის აშენების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტებზე. დღესვე უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყოფითად შეაფასა აშშ-ის კრიტიკა სირიისადმი, რომელსაც აშშ ტერორისტებთან კავშირსა და ერაყის საზღვარზე მეამბოხეების გადაშვებაში ადანაშაულებს. ლავროვის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი შეშფოთებულია სირიის გარშემო შექმნილი ვითარებით, და რომ “მნიშვნელოვანია, მორიგი პროვოკაცია არ მოხდეს კრიზისით უკვე მოცულ რეგიონში”. ლავროვი აღნიშნავს, რომ საჭიროა კონკრეტული სამხილები იმის დასასაბუთებლად, რომ სირია ერაყში მეამბოხეებს ეხმარება და საჭიროა ყველა პრობლემის მოგვარება მოლაპარაკების გზით.
XS
SM
MD
LG