Accessibility links

logo-print

დღეს ამსტერდამში დაიწყო კინორეჟისორ თეო


დღეს ამსტერდამში დაიწყო კინორეჟისორ თეო ვან გოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი.

დღეს ამსტერდამში დაიწყო კინორეჟისორ თეო ვან გოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი.
ეჭვმიტანილი 26 წლის მოჰამად ბაიერია. მას ბრალი ედება ტერორიზმში, პოლიტიკოსების მიმართ მუქარასა და იარაღის უკანონო ფლობაში. თეო ვან გოგი, რომელიც ცნობილი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ძმის შთამომავალია, 2 ნოემბერს ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. მის სხეულთან დაგდებული ბარათი ცნობილ პოლიტიკოსებს მუქარას უთვლიდა, ხოლო "ურწმუნოებს" ისლამურ წმიდა ომს, "ჯიჰადს" უცხადებდა. ეჭვმიტანილი ბაიერი, რომელიც მოროკოსა და ნიდერლანდების მოქალაქეა, პოლიციამ ვან გოგის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავა. თეო ვან გოგი ისლამის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით იყო ცნობილი.
XS
SM
MD
LG