Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ევროპის საბჭოს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ასამბლეაზე განაცხადა, რომ ოსეთისათვის გამიზნული წინადადების მსგავსის აფხაზეთისთვის შეთავაზება უსარგებლო იქნებოდა. აფხაზეთმა ჯერ თანხმობა უნდა განაცხადოს 1992-93 წლებში დევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნებაზე. ბაღაფშმა, რომელიც მოსკოვში იმყოფება, ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადება ხელს არ უწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებას: [ბაღაფშის ხმა] "ცივილიზებულ ქვეყნებში, ცივილიზებული ადამიანები ერთმანეთს მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა ელაპარაკებოდნენ. სხვა ქვეყნის მხრიდან ასეთი ძალისმიერი ზეწოლა და უხეში გამოსვლები აფხაზეთის მისამართით ვერ დააჩქარებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგს".
XS
SM
MD
LG