Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინომსახიობმა შარონ სტოუნმა აფრიკაში მალარიასთან


კინომსახიობმა შარონ სტოუნმა აფრიკაში მალარიასთან ბრძოლისთვის ერთი მილიონი დოლარი შეაგროვა.

კინომსახიობმა შარონ სტოუნმა აფრიკაში მალარიასთან ბრძოლისთვის ერთი მილიონი დოლარი შეაგროვა.
ჰოლივუდის ვარსკვლავს საამისოდ მხოლოდ ხუთი წუთი დასჭირდა დავოსში, სადაც ის პარასკევს ესწრებოდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიღარიბის შესახებ დისკუსიას. შეხვედრის დროს იგი ფეხზე ადგა და ტანზანიის პრეზიდენტს, ბენიამინ მკაფას 10 000 დოლარი შესთავაზა. ამის შემდეგ მან აუდიტორიას მოუწოდა იგივე გაეკეთებინათ. გთავაზობთ ამ პროცესის ამსახველ ნაწყვეტს: [აუდიოჩანაწერი] რამდენიმე წუთში ერთი მილიონი დოლარი შეგროვდა საწოლის ირგვლივ ასაშენებელი სპეციალური ბადეების შესასყიდად, რომელიც აფრიკელ ბავშვებს მალარიის გადამტანი კოღოებისგან დაიცავს. ასეთი ბადეების უქონლობის გამო, აფრიკაში ყოველწლიურად 150 000 ბავშვი იღუპება. აფრიკის კონტინენტზე გამეფებულ სიღარიბესა და ავადმყოფობებთან ბრძოლა შვეიცარიის სამთო კურორტზე მიმდინარე ძლიერი და მდიდარი პიროვნებების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
XS
SM
MD
LG