Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუვეიტის დედაქალაქში, სალმიას რაიონში სროლისას


კუვეიტის დედაქალაქში, სალმიას რაიონში სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა. სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ

კუვეიტის დედაქალაქში, სალმიას რაიონში სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა. სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ
რამდენიმე შენობა, სადაც შეიარაღებული პირები ეგულებოდა, ალყაში მოაქცია. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია, სამი შეიარაღებული პირი და ერთი გამვლელი. ბოლო დროს გახშირებული ტერაქტების გამო კუვეიტში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. შეერთებული შტატების მთავრობამ კუვეიტის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერაყში არჩევნების გამო ტერორისტების აქტივიზაციის დიდი ალბათობა იყო. ბრიტანეთისადა საფრანგეთის საელჩოებმა კი კუვეიტში მყოფ მათ თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG