Accessibility links

logo-print

გუშინდელი ტერაქტის გამო გორში გამკაცრებულ


გუშინდელი ტერაქტის გამო გორში გამკაცრებულ იქნა უსაფრთხოების ზომები.

გუშინდელი ტერაქტის გამო გორში გამკაცრებულ იქნა უსაფრთხოების ზომები.
ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გორში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა საგანგებო თათბირზე, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა თავმჯდომარეობდა. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის, ალექსანდრე სუხიტაშვილმა სიტყვები იმის თაობაზე, რომ მკაცრად გაკონტროლდება ქალაქის ყველა შესასვლელ-გასასვლელი, გაძლიერდება სტრატეგიული ობიექტებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაცვა, უსაფრთხოების მიზნით განსაკუთრებულ კონტროლზე იქნება აყვანილი ადმინისტრაციული დეწესებულებები და სკოლები. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადაყვანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობა.
XS
SM
MD
LG