ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შეწყვიტა იტალიაში თავისი ოფიციალური ვიზიტი და დღეს, გამთენიისას, თბილისში დაბრუნდა. ბურჯანაძის თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული პოლიტიკისთვის. [ნინო ბურჯანაძის ხმა]: "ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. მე გულწრფელად ვუთანაგრძნობ ბატონი ზურაბის ოჯახს, უპირველეს ყოვლისა მის დედას, მის მეუღლეს და მის შვილებს, რომელთათვისაც, მართლაც, ეს ენით აუწერელი ტრაგედიაა. ბატონი ზურაბი იყო ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და მას ძალიან ბევრი კარგის გაკეთება შეეძლო საქართველოსათვის. ასე რომ, ცხადია, დღევანდელ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს მისი პოლიტიკური ალღო და გამოცდილება, და შესაძლებლობა კეთილი საქმეების კეთების, ნამდვილად მოაკლდება."