Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს ავსტრიიდან გერმანიაში გაემგზავრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს ავსტრიიდან გერმანიაში გაემგზავრა.
ბერლინში ბურჯანაძე შეხვდება გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარეს ვოლფგანგ თირზესა და საგარეო საქმეთა მინისტრს იოშკა ფიშერს. დაგეგმილია შეხვედრები სხვა გერმანელ პოლიტიკოსებთანაც, აგრეთვე, ბიზნესმენებთან და პოლიტოლოგებთან. ვენაში ყოფნისას ნინო ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში. ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააყენა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე ეუთოს მისიის მონიტორინგის აღდგენის საკითხები.
XS
SM
MD
LG