Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.


ყირგიზეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამომრჩეველთა აქტიურობამ,

ყირგიზეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამომრჩეველთა აქტიურობამ,
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 57 პროცენტი შეადგინა. პრეზიდენტ ასკარ აყაევის განცხადებით, დამოუკიდებელი მეთვალყურეები და მთავრობის წარმომადგენლები იზიარებენ მოსაზრებას, რომ კენჭისყრის პროცესი კარგად იყო ორგანიზებული. [ასკარ აყაევის ხმა] "შევხვდით მეთვალყურეებს - როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მხრიდან, ისე ეუთოს მხრიდან. ისინიც გამოხატავენ კმაყოფილებას იმის გამო, რომ კენჭისყრა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული." ამ შეფასებას არ ეთანხმება პოლიტიკურ ძალთა ფორუმი, რომელიც ხუთ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს. ფორუმის წევრთა განცხადებით, კენჭისყრის პროცესი უხეში დარღვევებით წარიმართა. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ასეთივე მოსაზრება გამოთქვა მოძრაობა "მამულის" ლიდერმა როზა ოთუნბაევამ. დსთ-ის მეთვალყურეთა მისიის თავმჯდომარემ ვლადიმირ რუშაილომ განაცხადა, რომ რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. დღესვე ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიშკეკში აშშ-ის ელჩი სტივენ იანგი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში იანგმა ივარაუდა, რომ კენჭისყრის პროცესში მოსალოდნელი იყო დარღვევები.
XS
SM
MD
LG