Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით


უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების

უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების
თანამშრომლებმა გახსნეს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმე და დააკავეს ამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები. როგორც იუშჩენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი წინამორბედის, ლეონიდ კუჩმას ხელისუფლება ღონღაძის საქმის მიჩქმალვას ცდილობდა. იუშჩენკოს ხმა "დღეს სრული საფუძველი გვაქვს ვამტკიცოთ, რომ გია ღონღაძის მკვლელობა გახსნილია. გია ღონღაძის მკვლელები დაკავებული არიან და ახლა ჩვენებას იძლევიან. გუშინ, როცა იმაზე ვმსჯელობდით, როგორ ჩაგვეტარებინა ოპერაცია, ჩემთვის ცნობილი გახდა გია ღონღაძის სიცოცხლის ბოლო წუთების რამდენიმე გარემოება. უნდა გითხრათ, რომ ეს საზარელი სიკვდილი იყო." ვიქტორ იუშჩენკოს თქმით, ახლა მთავარია იმის დადგენა, ვინ არის მკვლელობის ორგანიზატორი და დამკვეთი. გიორგი ღონღაძე ცნობილი ჟურნალისტი იყო და ხშირად აკრიტიკებდა კუჩმას რეჟიმს. ის 2000 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. ორი თვის შემდეგ კიევის მახლობლად, ტყეში, ღონღაძის თავმოკვეთილი გვამი იპოვეს.
XS
SM
MD
LG