Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ევროკომისია გამოეხმაურა ჩეჩენი მეამბოხეების


დღეს ევროკომისია გამოეხმაურა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის, ასლან მასხადოვის მოკვლის ფაქტს

დღეს ევროკომისია გამოეხმაურა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის, ასლან მასხადოვის მოკვლის ფაქტს
და რუსეთს მოუწოდა, ბოლო მოუღოს კონფლიქტსა და ადამიანის უფლებების ხელყოფას ჩეჩნეთში. კომისიის პრეს-მდივნის განცხადებით, მასხადოვის მოკვლა ადასტურებს რეგიონის არასტაბილურობას. მანვე გამოთქვა ევროკავშირის შეშფოთება ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების ხელყოფის მასშტაბების გამო. მოსკოვის განცხადებით, მასხადოვი სამშაბათს მოკლეს, ჩეჩნეთში, სოფელ ტოლსტოი-იურტზე რუსი სამხედროების იერიშისას. ლონდონში მასხადოვის წარმომადგენელმა, ახმად ზაკაევმა კი აღნიშნა, რომ მასხადოვის მემკვიდრეს მალე დაასახელებენ.
XS
SM
MD
LG