Accessibility links

ხუთშაბათს ერაყის ქალაქ მოსულში სულ


ხუთშაბათს ერაყის ქალაქ მოსულში სულ ცოტა 47 ადამიანი დაიღუპა და 90-მდე დაიჭრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად.

ხუთშაბათს ერაყის ქალაქ მოსულში სულ ცოტა 47 ადამიანი დაიღუპა და 90-მდე დაიჭრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად.
აფეთქება შიიტური მეჩეთის ეზოში მოხდა სამგლოვიარო ცერემონიის დროს. დღესვე ბაღდადში მოკლეს პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი რამდენიმე თანამშრომელი. ერაყის მთავრობის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მუვაფაყ რუბაიე აცხადებს, რომ სამთავრობო ძალები მალე შეიპყრობენ აბუ მუსაბ ზარყავის - საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებულ მეამბოხეს, რომელსაც კარგა ხანია, ეძებენ. რადიო "თავისუფალი ერაყისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუბაიემ განაცხადა, ზარყავისთან დაკავშირებით მალე "კარგ ამბავს" შევიტყობთო.
XS
SM
MD
LG