Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტმა იბრაჰიმ რუგოვამ დღეს


კოსოვოს პრეზიდენტმა იბრაჰიმ რუგოვამ დღეს გამოთქვა მოსაზრება, რომ იერიში მის ავტოკოლონაზე

კოსოვოს პრეზიდენტმა იბრაჰიმ რუგოვამ დღეს გამოთქვა მოსაზრება, რომ იერიში მის ავტოკოლონაზე
განახორციელეს ადამიანებმა, რომელთაც კოსოვოს მთავრობის დესტაბილიზაცია სურთ. ეს იერიში დღეს განხორციელდა: ბომბი აფეთქდა და დააზიანა მანქანა, რომლითაც რუგოვა მიემგზავრებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანასთან შესახვედრად. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. რუგოვა სხვა მანქანაში გადაჯდა და გზა გააგრძელა სოლანასთან კოსოვოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოსალაპარაკებლად. კოსოვო არის სერბიის პროვინცია, რომელსაც გაეროს ადმინისტრაცია მართავს.
XS
SM
MD
LG