Accessibility links

logo-print

ერაყის ახალი პარლამენტის წევრები დღეს


ერაყის ახალი პარლამენტის წევრები დღეს პირველ სესიაზე შეიკრიბნენ და ისე დაიშალნენ, რომ შემდეგი სესიის თარიღი არ დაუდგენიათ

ერაყის ახალი პარლამენტის წევრები დღეს პირველ სესიაზე შეიკრიბნენ და ისე დაიშალნენ, რომ შემდეგი სესიის თარიღი არ დაუდგენიათ
სესიაზე გამოსვლისას, ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ლიდერმა ჯალალ თალაბანიმ განაცხადა, რომ დეპუტატებმა ტერორს უნდა აჯობონ. [ჯალალ თალაბანის ხმა] "ჩვენ ყველანი - არაბები და ქურთები, თურქომანები და ასირიელები, შიიტი თუ სუნიტი მუსლიმანები და ქრისტიანები - მტკიცედ შევებრძოლებით ტერორს და დავამარცხებთ მას. უნდა შევიმუშავოთ რეფორმების კომპლექსური გეგმა - ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ინფორმაციის საშუალებებსა და არმიაში. ამ პროცესში ყოველი ჩვენგანი მიიღებს მონაწილეობას - არმიასთან, ერაყელ ხალხთან და მთავრობასთან ერთად." შემდეგ სესიაზე ერაყის 275-ადგილიანმა ეროვნულმა ასამბლეამ უნდა შეიმუშავოს კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ოქტომბერში რეფერენდუმზე გაიტანენ, რასაც არჩევნების შემდეგი ტური მოჰყვება. ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მიესალმა ერაყის პარლამენტის პირველი სესიის ჩატარებას და მას დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ბაქუბაში ერაყის არმიის საგუშაგოსთან მომხდარმა აფეთქებამ, სულ ცოტა, სამი ერაყელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ბაღდადში კი აფეთქების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შენობას.
XS
SM
MD
LG