Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიამ თავი შეიკავა მსოფლიო


ევროპის კომისიამ თავი შეიკავა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე

ევროპის კომისიამ თავი შეიკავა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პოლ ვულფოვიცის კანდიდატურის შეფასებისგან. ვულფოვიცის კანდიდატურა გუშინ წამოაყენა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, კომისიამ "ცნობად მიიღო" ჯორჯ ბუშის წინადადება. ეს კანდიდატურა მსოფლიო ბანკის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ. აშშ, როგორც ამ ბანკის უმსხვილესი მეწილე, ტრადიციულად, თავის კანდიდატს სთავაზობს დანარჩენ წევრებს. დღესვე, გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ მიხაელ მიულერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად პოლ ვულფოვიცის დანიშვნა "აზროვნების მილიტარიზაციის" ტოლფასი იქნებოდა. იაპონიისა და ჩინეთის მთავრობებმა ვულფოვიცის კანდიდატურა მოიწონეს.
XS
SM
MD
LG