Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტთან


პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან და ესპანეთის

პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან და ესპანეთის
პრემიერ-მინისტრთან ერთად პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე უკრაინასა და საქართველოზეც ისაუბრა. კერძოდ, პუტინმა განაცხადა: [პუტინის ხმა] "ჩვენ პოლიტიკური საკითხების არასამართლებრივი გზით გადაჭრის წინააღმდეგი ვართ. დავანებოთ თავი უკრაინას და საქართველო გავიხსენოთ: იქ მრავალი წლის მანძილზე დასავლეთი აქტიურად უჭერდა მხარს შევარდნაძეს. რა საჭირო იყო მისი ჩამოგდება რევოლუციის გზით. და თუკი ეს საჭირო იყო, მაშინ ჩნდება კითხვა – ვიღას და რატომ უჭერდა მხარს დასავლეთი? ყველა საკითხი უნდა მოგვარდეს სამართლებრივი გზით, მომქედი კონსტიტუციის ჩარჩოებში და მაშინ ასე მწვავედ არ დადგება ქვეყნის გათიშულობის საკითხი. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინის მოქმედ ხელმძღვანელობას და გამოვიყენებთ ჩვენს გავლენას იმისათვის, რომ ამ ქვეყანას თავიდან ავაცილოთ ნებისმიერი სახის პოლიტიკური კრიზისი".
XS
SM
MD
LG