Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ტრადიციული ყოველკვირეული რადიო-მიმართვისას შეერთებული


შაბათს ტრადიციული ყოველკვირეული რადიო-მიმართვისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა

შაბათს ტრადიციული ყოველკვირეული რადიო-მიმართვისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა
განაცხადა, რომ ორი წლის წინ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ერაყის გათავისუფლების ოპერაცია, რომლის მიზანიაც ერაყის სასტიკი რეჟიმისგან გათავისუფლება და დამღუპველი საფრთხისგან მსოფლიოს დაცვა იყო. ათეულობით ათასი ადამიანი კი 19 მარტს ერაყის ომის დაწყების თარიღს საპროტესტო გამოსვლებით აღნიშნავდა. ორი წლის წინ, 2003 წლის, 20 მარტს გამთენიისას ამერიკელმა სამხედროებმა დაიწყეს ბაღდადის დაბომბვა. ტოკიოში 4 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე. ისინი ერაყიდან იაპონელ სამხედროთა გამოყვანას ითხოვდნენ. ლონდონში ათეულობით ათასმა დემონსტრანტმა გამოხატა პროტესტი ტონი ბლერის, როგორც ერაყის ომის აქტიური მხარდამჭერის მიმართ. სტამბოლში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, როგორც თავად უწოდეს ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში. აქციები გაიმართა სტოკჰოლმსა და ევროპის სხვა ქალაქებში.
XS
SM
MD
LG