Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის


აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის განცხადებით, ევროკავშირის მხრივ ჩინეთისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის განცხადებით, ევროკავშირის მხრივ ჩინეთისთვის
იარაღის მიყიდვის განახლება საფრთხეს შეუქმნიდა ძალების ბალანსს წყნარი ოკეანის რეგიონში. ამის შესახებ რაისმა ჟურნალისტებს სეულში უთხრა, პეკინში გამგზავრებამდე. სეულში ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტს რო მუ იუნსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. დღის წესრიგის მთავარი თემა იყო მისწრაფება, ჩრდილოეთი კორეა დააბრუნონ მოლაპარაკებაზე მისი ბირთვული პროგრამის შესახებ. აშშ ჩინეთს - ჩრდილოეთი კორეის მთავარ მოკავშირეს - მოუწოდებს, წამყვანი როლი შეასრულოს ჩიხში შესული მოლაპარაკების განახლების მისაღწევად. რაც შეეხება ევროპელებისა და ჩინეთის ურთიერთობას, 1989 წელს პეკინში დემოკრატიის მომხრეთა დემონსტრაციების ჩახშობის შემდეგ შეწყდა ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვა. ახლა ევროპის ქვეყნები ისევ განიხილავენ ამ სფეროში ვაჭრობის აღდგენის საკითხს.
XS
SM
MD
LG