Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შიიტი მაჰმადიანებისა და ქურთების


ერაყში შიიტი მაჰმადიანებისა და ქურთების ლიდერებმა ერთმანეთთან შეათანხმეს ახალი კოალიციური მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა.

ერაყში შიიტი მაჰმადიანებისა და ქურთების ლიდერებმა ერთმანეთთან შეათანხმეს ახალი კოალიციური მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა.
აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ერაყის მთავრობის მრჩეველმა მუვაფაყ რუბაიემ: [მუვაფაყ რუბაიეს ხმა] "ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე მოვილაპარაკეთ; მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის წევრთა უმრავლესობის კანდიდატურებზე. დაგვრჩა უფრო მარტივი საკითხები, რომლებსაც, ვფიქრობ, დღეს, ხვალ ან ზეგ მოვაგვარებთ. ვიმედოვნებთ, რომ ხუთშაბათს ან პარასკევს ეროვნული ასამბლეა ისევ შეიკრიბება." შიიტთა წარმომადგენლების ცნობით, მათი ერთ-ერთი ლიდერი, იბრაჰიმ ჯააფარი, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი გახდეს, ხოლო ქურთების ლიდერმა ჯალალ თალაბანიმ - პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს. ამ შემთხვევაში პარლამენტის სპიკერის თანამდებობა სუნიტთა წარმომადგენელს ღაზი იავერს ერგება. გუშინ ერაყის უშიშროების ძალებმა ქალაქ მოსულში ჩაატარეს ანტიტერორისტული ოპერაცია. 17 ამბოხებული მოკლულია, 13 ტყვედ აიყვანეს. გარდა ამისა, მოსულში 5 ადამიანი დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG