Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი განაგრძობს


თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი განაგრძობს მთავრობის წევრთა შეცვლას. ამჯერად მან

თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი განაგრძობს მთავრობის წევრთა შეცვლას. ამჯერად მან
სოცუზრუნველყოფის მინისტრი ორაზმურატ ბეგმურატოვი გაათავისუფლა. ბეგმურატოვი სამსახურებრივი მოვალეობის არადამაკმაყოფილებლად შესრულებისთვის გათავისუფლდა და მისთვის რაიმე სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. სოცუზრუნველყოფის ახალ მინისტრად ნიაზოვმა ქალი – ბიბიტაკ ვეკილოვა დანიშნა. მთავრობის წევრთა მოხსნა-დანიშვნა თურქმენეთის პოლიტიკაში ხშირ მოვლენას წარმოადგენს. მიზეზად, როგორც წესი, სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა და კორუფცია სახელდება. მარტის დასაწყისში ნიაზოვმა საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს ვიცე-პრემიერის ფუნქციები ჩამოაცილა.
XS
SM
MD
LG