Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო გლოვობს რომის პაპს, იოანე


მსოფლიო გლოვობს რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს, რომელიც გუშინ საღამოს,

მსოფლიო გლოვობს რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს, რომელიც გუშინ საღამოს,
84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეროვნული გლოვა გამოცხადებულია არა მარტო ვატიკანსა და პაპის სამშობლოში, პოლონეთში, არამედ კუბაშიც კი. თავიანთ გამოსვლებში მსოფლიოს ლიდერებმა მაღალი შეფასება მისცეს იოანე პავლე მეორის მოღვაწეობას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა:
[ტონი ბლერის ხმა] "რომის პაპმა გასაოცარი ცხოვრებით იცხოვრა. მან გადაიტანა ნაცისტების მიერ პოლონეთის ოკუპაცია, მერე კი პოლონეთის კომუნისტური ოკუპაცია და ორივეჯერ გამარჯვებული გამოვიდა. მან ფასდაუდებელი როლი შეასრულა კომუნიზმის დაცემაში. მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი იმ გრძნობებისა, რომელსაც ამ ბოლო დღეებში მის მიმართ იჩენენ მთელს მსოფლიოში, ამ ადამიანის ბუნებაში უნდა ვეძებოთ." აი, რა თქვა საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა - პირველმა საბჭოთა ლიდერმა, რომელიც რომის პაპს შეხვდა: [მიხაილ გორბაჩოვის ხმა] "პაპი დიდი ადამიანი იყო. თავისი დიდი ადამიანური თვისებები მან ქრისტეს ეკლესიისადმი მსახურებითაც გამოამჟღავნა. როგორც ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურმა მან, გამოიყენა რა თავისი უზარმაზარი ავტორიტეტი, ბევრი გააკეთა ცივი ომის დამთავრებისთვის, ხალხების დაახლოებისთვის."
XS
SM
MD
LG