Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში სასამართლომ სისხლის სამართლის ორი


ყირგიზეთში სასამართლომ სისხლის სამართლის ორი ბრალდებიდან ერთი მოუხსნა ცნობილ ოპოზიციონერს, ფელიქს ყულოვს,

ყირგიზეთში სასამართლომ სისხლის სამართლის ორი ბრალდებიდან ერთი მოუხსნა ცნობილ ოპოზიციონერს, ფელიქს ყულოვს,
რომელიც 2001 წელს ამ ბრალდებების საფუძველზე იქნა დაპატიმრებული. სასამართლომ გააუქმა განაჩენი, რომ ყულოვმა ყირგიზეთში უშიშროების უწყების ხელმძღვანელობისას ბოროტად ისარგებლა თავისი უფლებამოსილებით. ხუთშაბათს კი სასამართლო განიხილავს ყულოვის აპელაციას, მეორე ბრალდებასთან დაკავშირებით. ის ეხება თაღლითობას ბიშკეკის მერის პოსტზე საქმიანობისას. ყულოვი, რომელიც პოლიტიკურ პარტია “არ-ნამისს” ხელმძღვანელობს, ყოველთვის ამბობდა, რომ მისთვის წაჩენებული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული. დღეს ყულოვმა კმაყოფილება გამოთქვა მისი საქმის გადასინჯვის გამო. ყულოვს ნავთქვამი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის თავის კანდიდატურას წამოაყენებს მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ ანულირებული იქნება მისთვის გამოტანილი განაჩენი.
XS
SM
MD
LG