Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი გერმანიის ქალაქ ენეპეტალში დანით


დასავლეთი გერმანიის ქალაქ ენეპეტალში დანით შეიარაღებულმა ირანელმა მამაკაცმა მძევლად აიყვანა ადგილობრივი სკოლის 12-დან 16 წლამდე ასაკის ოთხი მოსწავლე გოგონა.

დასავლეთი გერმანიის ქალაქ ენეპეტალში დანით შეიარაღებულმა ირანელმა მამაკაცმა მძევლად აიყვანა ადგილობრივი სკოლის 12-დან 16 წლამდე ასაკის ოთხი მოსწავლე გოგონა.
გამტაცებელს მძევლები ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთის სახლის სარდაფში ჰყავდა დაკავებული. პოლიციამ სახლს ალყა შემოარტყა და რამდენიმე საათის შემდეგ სპეცდანიშნულების ნაწილი სარდაფში შეიჭრა და მძევლები გაათავისუფლა. პირველი ინფორმაციითს თანახმად, გამტაცებელს სურდა, ამ აქციით ირანიდან თავისი ოჯახის ჩამოყვანისთვის მიეღწია. მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრნენ ერთ-ერთი გოგონა და თავად გამტაცებელი.
XS
SM
MD
LG