Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ვიზიტი


უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ვიზიტი, რომელიც მოსკოვში 15-16 აპრილისათვის იგეგმებოდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ვიზიტი, რომელიც მოსკოვში 15-16 აპრილისათვის იგეგმებოდა
გადაიდო. მიზეზები უცნობია, - იუწყება კიევიდან რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ამ ვიზიტის შემაფერხებელი გარემოებები არ არსებობს. ”არ არსებობს მისი, ტიმოშენკოს, ვიზიტის დამაბრკოლებელი რაიმე სახის მიზეზი და ჩვენ მზად ვართ ყველაზე სრულმასშტაბიანი და სრულფორმატიანი დიალოგისათვის უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტთან.” ეს გახლდათ სერგეი ლავროვი, რომელიც ჟურნალსიტების შეკითხვებს პასუხობდა. სამშაბათს რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმერ უსტინოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო პროკურატურას არ დაუხურავს სისიხლის სამართლის საქმე ტიმოშენკოს მიმართ და რომ იგი კვლავინდებურად ძებნაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG