Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა გადაწყვიტა ბულგარეთი და რუმინეთი


ევროპარლამენტმა გადაწყვიტა ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში 2007 წელს მიიღოს.

ევროპარლამენტმა გადაწყვიტა ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში 2007 წელს მიიღოს.
კენჭისყრა ამ საკითხზე სტრასბურგში ოთხშაბათს ევროპარლამენტის სესიაზე გაიმართა. შეთანხმებას ბულგარეთისა და რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხელი 25 აპრილს მოეწერება, რის შემდეგაც ამ ქვეყნის პარლამენტებს 20 თვის ვადა ეძლევათ შეთანხმების რატიფიკაციისათვის. ამასთან, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისიის წევრმა ოლი რენმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მიერთება ევროკავშირთან გადაიდება, თუკი ისინი მოუმზადებელნი აღმოჩნდებიან დათქმული დროისათვის.
XS
SM
MD
LG