Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა ევროპის


თბილისს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი.

თბილისს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი.
ევროპის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში დევისი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიწვევით ჩავიდა, რათა დახმარება აღმოუჩინოს თბილისს სამხრეთი ოსეთის სტატუსის განსაზღვრის საქმეში. თბილისში ჩასვლისთანავე დევისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იგი განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხებსაც. ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს.
XS
SM
MD
LG