Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტის, საფარმურად ნიაზოვის განცხადებით


თურქმენეთის პრეზიდენტის, საფარმურად ნიაზოვის განცხადებით, იგი კენჭს არ იყრის

თურქმენეთის პრეზიდენტის, საფარმურად ნიაზოვის განცხადებით, იგი კენჭს არ იყრის
2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ შინაარსის განცხადება ნიაზოვმა ეუთოს მორიგე თავმჯდომარესთან, დიმიტრი რუპელთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც რუპელმა აშხაბადში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, ნიაზოვმა მას აღუთქვა, რომ 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, და ის თვითონ მათ შორის არ იქნება. ნიაზოვმა, რომელიც 1999 წელს სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადეს, პირველად გასულ კვირაში თქვა, რომ 2009 წელს ქვეყანას მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.
XS
SM
MD
LG