Accessibility links

logo-print

დღეს ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე


დღეს ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

დღეს ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
ნატოს წარმომადგენლის, ჯეიმს აპათურაის თქმით, "შეთანხმება ჯარების სტატუსის შესახებ," რომელსაც მოეწერა ხელი ვილნიუსში, ნატოს და რუსეთს ერთობლივი სამხედრო წვრთნების მოწყობას გაუადვილებს. [აპათურაის ხმა] "იგი ხელს უწყობს ერთობლივი წვრნების ჩატარებას. იგი ხელს უწყობს ჯარებისა და აღჭურვილობის ტრანზიტს. ნატოს ამგვარი შეთანხმება აქვს არა მარტო ნატოს ქვეყნებთან, არამედ აგრეთვე თითქმის ყველა პარტნიორთან, რომელიც შედის პროგრამაში 'პარტნიორობა მშვიდობისთვის'. იგი ხელს შეუწყობს ნატოსა და რუსეთის ერთობლივ წვრთნებს ორივე მიმართულებით - ნატოს ჯარების ყოფნას რუსეთში და რუსეთის ჯარების ყოფნას ნატოს წევრ ქვეყნებში." როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, ნატოს მინისტრები აგრეთვე გამოვიდნენ მოწოდებით, რომ დაეხმარონ უკრაინას იმ რეფორმების გატარებაში, რომლებიც "ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან" ქვეყნის დაახლოებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG