Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი რუსეთს აკრიტიკებს სირიასთან სამხედრო


ისრაელი რუსეთს აკრიტიკებს სირიასთან სამხედრო თანამშრომლობსი გამო

ისრაელი რუსეთს აკრიტიკებს სირიასთან სამხედრო თანამშრომლობსი გამო
ისრაელმა გააკრიტიკა რუსეთის გეგმები, მიჰყიდოს სირიას საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსები. ისრაელის მთავრობის აზრით, რაკეტები შესაძლოა, ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ ისრაელის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს გარიგება ისრაელს არ ემუქრება.” რაც შეეხება გარიგებას, რომელიც სირიასთან დაიდო და განხორციელდება, ეს შეეხება ახლო მოქმედების რადიუსის საჰაერო სისტემებს. ამ სისტემებით მხოლოდ თვალით ხილული საჰაერო ობიექტების განადგურება შეიძლება. თანაც სისტემები დამონტაჟებულია ავტომანქანებზე და ტერორისტული ორგანიზაციებისათვი მათი შეუმჩნევლად გადაცემა, შეუძლებელია , განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ” მომდევნო კვირას ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა. ისარელის ხელისუფლება ფესახის დრესასწაულის დაწყებასთან დაკავშირებით, დროებით გადაკეტეს პალესტინური ტერიტორია. ისრაელში გამკაცრებულაი სინაგოგებისა და თავშეყრის სხვა ადგილებსი დაცვა. ფესახი - ებრაელთა ეგვიპიტიდან გამოსვლის დღესასწაული დღეს საღამოს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს.
XS
SM
MD
LG